საწვავის ფასები მსოფლიოსა და საქართველოში – რას აჩვენებს საერთაშორისო რეიტინგები

2021 წლის 11 იანვრის მონაცემებით, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი მსოფლიოში 1.05 დოლარია. როგორც საერთაშორისო პლატფორმა globalpetrolprices.com-ის ანგარიშშია აღნიშნული, ბენზინის საშუალო ფასი საქართველოში 0.716 დოლარია და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. რაც შეეხება დიზელს, 1 ლიტრი დიზელის საშუალო ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 0.95 დოლარს არ აღემატება, ხოლო საქართველოს ლიტრზე 0.692 დოლარით მსოფლიო რეიტინგში 44-ე ადგილი უკავია. დიზელი ყველაზე იაფი ვენესუელაშია, სადაც 1 ლიტრი 0.0001 დოლარი ღირს. მეორე ადგილზე 0.115 დოლარით ირანია, ხოლო მესამეზე – საუდის არაბეთი 0.139 დოლარით. ყველაზე ძვირი დიზელი ჰონკ -კონგში( 1.960 დოლარი), შვედეთსა ( 1.811 დოლარი) და ნორვეგიაში( 1.7160 ღირს.
ბენზინი ყველაზე ხელმისაწვდომი ასევე ვენესუელაშია, სადაც 1 ლიტრი მხოლოდ 0.020 დოლარი ღირს. მეორე ადგილზე ამ შემთხვევაშიც ირანია ლიტრზე 0.058 დოლარით, მესამეზე კი ანგოლაა, სადაც 1 ლიტრის საშუალო ფასინ 0.243 დოლარს არ აღემატება. ბენზინი, ისევე როგორც დიზელი, ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში ღირს – 1 ლიტრი 2. 339 დოლარი.
რაც შეეხება თხევად გაზს. როგორც ირკვევა, საწვავის ეს სახეობა საქართველოში საკმაოდ იაფია და 1 ლიტრის საშუალო ფასი 0.396 დოლარს არ აღემატება. თხევადი გაზის სიიაფით საქართველოზე წინ მხოლოდ 9 ქვეყანაა, მათ შორის, აზერბაიჯანი( 0.382 დოლარი), რუსეთი (0.347 დოლარი) და ბელორუსია ( 0.364 დოლარი). ყველაზე ხელმისაწვდომი საწვავის ეს სახეობა ალჟირშია (0.068 დოლარი), ხოლო ძვირი – შვედეთში( 1.291 დოლარი).

შეგასენებთ, რომ 2020 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1106 ათასი ტონა, რაც 10 ათასი ტონით, ანუ 0,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან (1096 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 342,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს (ზრდა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით – 329,9 ათასი ტონა – 12,9 ათასი ტონით ანუ 3,9%).

შემდეგ მოდიან:

აზერბაიჯანი – 214,9 ათასი ტონა – 19,4% (ზრდა 44,7 ათასი ტონით, ანუ 26,3%),

რუმინეთი – 206,9 ათასი ტონა – 18,7% (კლება 93,1 ათასი ტონით, ანუ 31%),

ბულგარეთი – 112 ათასი ტონა – 10,1% (მატება 19,6 ათასი ტონით, ანუ 21,2%);

თურქმენეთი – 104,7 ათასი ტონა – 9,5% (კლება 14,7 ათასი ტონით, ანუ 12,3%),

საბერძნეთი – 45 ათასი ტონა – 4,1% (კლება 15,7 ათასი ტონით, ანუ 25,9%),

ყაზახეთი – 41,5 ათასი ტონა – 3,7% (მატება 39,6 ათასი ტონით, ანუ 2084,2%),

თურქეთი – 16,6 ათასი ტონა – 1,5% (კლება 3,2 ათასი ტონით, ანუ 16,2%),

მოლდოვა – 10,6 ათასი ტონა – 0,9%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები