თამარ გაბუნია: შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალური გადაწყვეტილებები მიმდინარე დღეებში იქნება მიღებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალურ გადაწყვეტილებებს მიმდინარე დღეებში მიიღებენ.

მისივე თქმით, ჩამოყალიბდება შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების დეტალური გეგმა, რომელიც ქვეყანას სიტუაციის სტაბილიზაციის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

„ყველა მიმართულებით მიდის მსჯელობა და ჩამოყალიბდება შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების ძალიან დეტალური გეგმა, თავისი კალენდრით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად ამდენი ხნის განმავლობაში მივიღეთ. თუ როდის მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხები არ მაქვს, თუმცა, ამაზე მიმდინარე დღეებში დეტალური გადაწყვეტილებები იქნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები