ამირან გამყრელიძე: 75 პროცენტზეა ასული ნიღბის ტარების მაჩვენებელი, თუ 95%-ზე ავალთ, მაისისთვის ერთეული სიკვდილიანობა გვექნება

“სასიამოვნოა, რომ 75%-ზეა ასული ნიღბის ტარების მაჩვენებელი. თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის ერთეული სიკვდილიანობა გვექნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულაციების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს.

“სასიამოვნოა, რომ 75%-ზეა ასული ნიღბის ტარების მაჩვენებელი. თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის ერთეული სიკვდილიანობა გვექნება და ჩამოვალთ ყოველდღიურ შემთხვევებში სადღაც 10-დან 77-ის ფარგლებში. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით, ნიღბის ტარების მაჩვენებელს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები