მეუფე თეოდორე: არ შეიძლება, ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს – აუცილებელია, იყოს ახსნილი, რას წარმოადგენენ ეს პრეპარატები 

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორე ჭუაძის განცხადებით, არ შეიძლება ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს.

მისივე თქმით, აუცილებელია ახსნილი იყოს, თუ რას წარმოადგენენ და როგორ მოქმედებენ ადამიანზე ესა თუ ის პრეპარატები.

“არ შეიძლება, რომ ამ ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს. აუცილებელია, რომ კონკრეტულ პრეპარატებზე, არა ისე, საერთოდ ვაქცინაზე, არამედ – საერთოდ კონკრეტულ პრეპარატებზე იყოს საუბარი და ახსნილი, თუ რას წარმოადგენენ ეს პრეპარატები, როგორ მოქმედებენ ადამიანში, როგორ იცავენ ვირუსისაგან და რა უკუჩვენებები გააჩნიათ ამ პრეპარატებს. ეს არის ჩემი პირადი აზრი. რა თქმა უნდა, ამაზე იმსჯელებენ შემდგომ, უკვე მღვდელმთავრები როცა შეიკრიბებიან და მერე ჩამოყალიბდება უკვე ეკლესიის აზრი როგორი იქნება”, – აცხადებს მიტროპოლიტი თეოდორე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები