ეკატერინბურგში, მრავალსართუალიან სახლში ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის შვიდი წლის ბავშვია.

ხანძარი შენობის მეორე სართულზე ღამის 03:00 საათზე გაჩნდა.

მედიის ინფორმაციით, კვამლი სწრაფად გავრცელდა სადარბაზოში, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრებლები საკუთარ ბინებში ბლოკირებული აღმოჩნდნენ. ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა 90 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის 9 ბავშვი იყო.

მაშველებმა იმ ადამიანების გადარჩენა მოახერხეს, რომლებიც აივანზე გავიდნენ და მათ გამოჩენას დაელოდნენ. დაღუპულები კი შენობის დატოვებას სადარბაზოში გასვლით ცდილობდნენ.

სვერდლოვის ოლქის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები