ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია – ე.წ. რესპუბლიკაში გაწვიმდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ტყეებში გაჩენილი ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია, – განაცხადა ე.წ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს პრესმდივანმა, რომან ლაბიამ.
მისი თქმით, გაწვიმდა, და ყველა კერა ლიკვიდირებულია.
ლაბიამ აღნიშნა, რომ ვითარება იყო მართვადი. ასევე, ოჩამჩირის რაიონში დღეს გაჩენილი ახალი კერებიც ჩამქრალია. ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის მასშტაბები.
ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ხანძრები დეკემბრის ბოლოდან მძვინვარებდა.
4-10 იანვრის პერიოდში ხანძრის კერები იყო გაგრის რაიონში, რომლებიც საცხოვრებელ სახლებს 100-150 მეტრამდე მიუახლოვდა. ყველაზე მძიმე ვითარება იყო სანატორიუმ “მოსკოვ”-თან. ხალხი დახმარებას ითხოვდა და ე.წ.ხელისუფლების მხრიდან უუნარობაზე საუბრობდა.