თეა წულუკიანი: ტარიფებს მთავრობა და პარლამენტი არ ადგენს, ამას ადგენს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არც პარლამენტი და არც მთავრობა კომუნალურ გადასახადებზე ტარიფის ზრდას არ ადგენს. მისი განმარტებით, მთავრობის პასუხისმგებლობა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა შეჭირვებულ ოჯახებს დაუსუბსიდიროს.

“არც მთავრობა და არც პარლამენტი არ ადგენს ჩვენს ქვეყანაში დენისა და გაზის ტარიფს, ამას ადგენს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო. მაგრამ რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, ამაზე უკვე გითხარით, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ასეთ პირობებში როგორ სუბსიდირებას რასაც ვეძახით, დავუფინანსოთ სოციალურად ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს ის ზრდა, რომელიც სამწუხაროდ სახეზეა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები