„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრის თემა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი საკონმდებლო ორგანოში უკვე შესულია და ის პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

მმართველი გუნდის წევრები კომენტარებს სავარაუდოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები