“2015 წელს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა დაამტკიცა საკმაოდ მოცულობითი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ძირეულ გარდაქმნებს პენიტენციურ სისტემაში”

„ხომ არ იგეგმება ჩარჩო მიმართულება ბიზნესთან თანამშრომლობის განვითარების, სახელმწიფო უწყებებთან გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული გარკვეული პროდუქციითა და გარკვეული სერვისებით სარგებლობა პირდაპირ შეიძლება იქნას შესყიდული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ, რაც შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს რესოციალიზაციის პროცესისთვის და მსჯავრდებულთა დასაქმების უზრუნველყოფისთვის”,- ამ კითხვით იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს დეპუტატმა გივი მიქანაძემ მიმართა.

საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრმა თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრობის კანდიდატებს კითხვები დაუსვა და მათი ხედვებით დაინტერესდა. მათ შორის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დაგეგმილ ნაბიჯებზე, არასაპატიმრო სასჯელზე, მსჯავრდებულთა დასაქმებაზე, პოლიციის ატაშეების საქმიანობის მნიშვნელობაზე, შსს-ს აკადემიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის ქმედითი სისტემის კიდევ უფრო დახვეწაზე.

„2015 წელს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა დაამტკიცა საკმაოდ მოცულობითი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ძირეულ გარდაქმნებს პენიტენციურ სისტემაში, რაც დაკავშირებული იყო, პირველ რიგში, ერთხელ და სამუდამოდ ევროპულ პენიტენციურ მოდელზე გადასვლაზე, რაც მსჯავრდებულთა რისკების დაყოფისა და სხვადასხვა სახის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შემოღებასთან იყო დაკავშირებული. ის ფაქტორიც აღსანიშნავია, რომ ჩვენივე ხელისუფლების პირობებში მიღებულ იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხები სპეციფიურად დარეგულირდა სწორედ ამ კოდექსის ფორმატში. თქვენს მოხსენებაში და იმ პროგრამაში, რომელიც პენიტენციურ სისტემას უკავშირდება, წარმოდგენილი არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით იგეგმება და გაგრძელდება ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა და მოხდება რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის პროგრამების კიდევ უფრო ინტენსიურად დანერგვა. ევროპულ პრაქტიკაში ძალიან კარგად არის დანერგილი ისეთი სისტემა, რომელიც უკავშირდება ე.წ. ახალგაზრდა მსჯავრდებულების კომპონენტის არსებობას, რომელიც 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებს და მსჯავრდებულებს უკავშირდება. ჩვენს რეალობაში არც არასდროს არ ყოფილა სამართლებრივ ფორმატში ასეთი კომპონენტი და იყო გამონაკლისი და ეს გამონაკლისი დღესაც რჩება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია რომ გარკვეული პირობების კონტექსტში, როდესაც რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს ეხება, მსჯავრდებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული შეიძლება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, დატოვებულ იქნას 21 წლამდე, სანამ ეს რესოციალიზაციის მიზნები არ იქნება მიღწეული. თუმცა, არის საუბრები იმის თაობაზეც, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ის სრულწლოვანია და ჩვენ ვიცით, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომელიც 14 წლის ასაკიდან იწყება, ამ პერიოდში შესაძლებელი არის, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, ასაკობრივი განსხვავებები იყოს.

ჩემი კითხვა უკავშირდება სწორედ იმ სამართლებრივი ჩარჩოდან, იმ პროცესებიდან, რომელიც ძალიან აქტიურად ვითარდება პენიტენციურ სისტემაში და ეს სისტემა წლიდან წლამდე უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, ხომ არ არის დაგეგმილი და ხომ არ იგეგმება სწორედ ამ კატეგორიის გამოყოფა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თუნდაც ერთი სამოდელო დაწესებულების გათვალისწინება, რომელიც სწორედ ამ კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის იქნება გათვლილი და მათ შემდგომ რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.

მეორე შეკითხვა უკავშირდება მსჯავრდებულთა დასაქმებას. საინტერესო იქნება დღევანდელი რეალობების და იმ გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში სამინისტროს აქვს დაგეგმილი, ისევე, როგორც საინტერესოა, რაიმე ჩარჩო მიმართულება ხომ არ იგეგმება ბიზნესთან თანამშრომლობის განვითარების, სახელმწიფო უწყებებთან გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული გარკვეული პროდუქციითა და გარკვეული სერვისებით სარგებლობა პირდაპირ შეიძლება იქნას შესყიდული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ. რაც შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს რესოციალიზაციის პროცესისთვის და მსჯავრდებულთა დასაქმების უზრუნველყოფისთვის.

მესამე საკითხი არასაპატიმრო სასჯელებს უკავშირდება – ჩვენ შემოვიღეთ მოქმედი კანონმდებლობით შინაპატიმრობა, გვაქვს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, რომლის გამოყენება წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა, მიზანშეწონილია, რაც უფრო მეტ არასაპატიმრო სასჯელის შეფარდება მოხდება და ალტერნატიული იქნება ეს თავისუფლების აღკვეთასთან, რა ნაბიჯები იდგმება ან რა არის დაგეგმილი სამინისტროს მიერ, არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების გაუმჯობესების კუთხით და სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციის თვალსაზრისით”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები