ლევან მაჭავარიანი: ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს
„ქართულ ოცნებას“ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული და ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს”, -ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ვერავინ დაგვზრახავს, რომ რამე არ გაგვიკეთებია. არ მახსენდება არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი თუ წარმომადგენელი, რომელსაც ბატონი დონალდ ტრამპი უშვერი სიტყვებით არ ჰყავს ნალანძღი და მინდა ეს საზოგადოებამ გაითვალისწინოს.
„ქართულ ოცნებას“ ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ურთიერთობა გადაიტვირთოს. ჩვენი მსოფლმხედველობა პოლიტიკურ ნაწილში, ჩვენი გზავნილები, შეხედულებები სხვადასხვა თემაზე სრულ თანხვედრაშია და მოლოდინის რეჟიმში ვართ. კონკრეტული გზამკვლევის გაწერა გვაქვს შეთავაზებული აშშ-ისთვის“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.