ზაალ ანჯაფარიძე: ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის გამოსვლა ბრიფინგზე იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური, ამ ყველაფრის თავი და თავი არის ეუთო-ს და მისი რეალური პატრონების მიერ იმის მიუღებლობა, რომ საქართველომ რეალურად სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო
,,ახლა ვუსმინე თბილისში ჩამოსულ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის გამოსვლას ბრიფინგზე და ის იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ეუთო-ში, პოლიტკონიუნქტურიდან გამომდინარე, სურთ მხოლოდ ის ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ თვალსა და ყურს უკეთ ხვდება, ამასთან, ორგანიზაციას და მის რეალურ პატრონებს აქვთ იმის მიუღებლობა, რომ საქართველომ რეალურად სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო.
“ახლა ვუსმინე თბილისში ჩამოსულ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის გამოსვლას ბრიფინგზე და ის იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური.
როგორც ჩანს, ეუთო-ში სურთ მიიღონ და წაიკითხონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მათ თვალსა და ყურს უკეთ ხვდება, რა თქმა უნდა, მათი პოლიტკონიუნქტურიდან გამომდინარე. ვიცით ვინც უგზავნის მათ ასეთ ინფორმაციებს.
ეს იყო მორიგი ფუჭი ვიზიტი და ანგაჟირებული ბრალდებები ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების მიმართ.
ამ ყველაფრის თავი და თავი არის ეუთო-ს და მისი რეალური პატრონების მიერ იმის მიუღებლობა, რომ საქართველომ რეალურად სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.