ევროკომისარი: ევროკავშირის ქვეყნები რუსული დრონებისგან თავის დასაცავად მზად არ არიან

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, ევროკავშირი მზად არ არის დაიცვას თავი იმ დრონებისგან, რომელთა გაშვებაც რუსეთს „კონტეინერმზიდი გემებიდან“ ევროპის ნებისმიერი სანაპიროსკენ შეუძლია, – ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც La Repubblica ციტირებს.

„ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი 2030 წლისთვის თავდაცვის მზადყოფნას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის, რადგან ვლადიმერ პუტინი მზად იქნება. ჩვენ ვიცით, სად არის რუსეთი ახლა და სად შეიძლება იყოს 2030 წლისთვის. სამ თვეში რუსეთი უფრო მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე ნატოს ყველა წევრი, მათ შორის შეერთებული შტატები და ყველა ევროპული ქვეყანა, წელიწადში აწარმოებს. ეს ოთხჯერ მეტია“, – ხაზგასმით აღნიშნა კუბილიუსმა.

ევროკომისრის თქმით, ჰააგაში ივნისის სამიტის დროს ნატომ ყველა წევრი სახელმწიფოსთვის ახალი მიზნები დაისახა, თუმცა, „როგორც ჩანს, ამჟამად 2030 წლისთვის საჭირო შესაძლებლობების მხოლოდ 50% გვაქვს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები