გლენ დისენი: ზურაბიშვილი ახლა მაკკეინის ინსტიტუტის საკუთრებაა, ამით ყველაფერი ნათქვამია
ზურაბიშვილი ახლა მაკკეინის ინსტიტუტის საკუთრებაა – ეს ბევრს ნიშნავს და ევროპის მიერ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა უფრო თვალნათელი ხდება, – ამის შესახებ აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა „ტელეიმედის“ გადაცემაში „თბილისის დროით“ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის მიერ სხვადასხვა სახელმწიფოებში ლიდერების არჩევა, ეს აბსურდულია, მაგრამ ეს დასავლეთის მიერ არჩეული გზაა.
„ზურაბიშვილი ახლა მაკკეინის ინსტიტუტის საკუთრებაა, ამით ყველაფერი ნათქვამია. ის ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს ბევრს ნიშნავს და ევროპის მიერ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა უფრო თვალნათელი ხდება. ამავე დროს კი, შევხედოთ, თუ რა ხდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული არჩევნებისას! რა ვიხილეთ რუმინეთში, გამარჯვებული კანდიდატი გააძევეს მოგონილი პრო-რუსულობის ბრალდებით, მოლდოვის ამბები, ლე პენის ვითარება საფრანგეთში, გერმანიაში ოპოზიციის კრიმინალებად გამოცხადება, არასამთავრობოების ჭიდილი უნგრეთში. დასავლეთის მიერ სხვადასხვა სახელმწიფოში ლიდერების არჩევა. ეს აბსურდულია, მაგრამ ეს დასავლეთის მიერ არჩეული გზაა“, – განაცხადა გლენ დისენმა.