იან პრაუდი: დასავლეთში ასე თუ ისე მიხვდნენ, რომ მომავალში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში მიიღებენ
დასავლეთში ასე თუ ისე მიხვდნენ, რომ მომავალში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში მიიღებენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა გადაცემაში „თბილისის დროით“ განაცხადა.
მისი თქმით, შარშანდელი აქციებისგან განსხვავებით წლევანდელ აქციებს და თბილისში განვითარებულ მოვლენებს დასავლურ მედიაში დიდი ყურადღება არ დასთმობია.
„ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები იყო დიდი წარმატება. მე ასევე ვიხილე, რომ აქციის მონაწილეებმა სცადეს, გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული, იგივე გეგმით ქმედება – ხელისუფლების დელეგიტიმაცია, მისი ძალადობრივი გზით შეცვლა და არადემოკრატიული გზით საკუთარი ხელისუფლების გამოცხადება. სამართალდამცველებმა მათთან გამკლავება მალევე შეძლეს. დასავლურ მედიაში ამ მოვლენებისადმი დიდი ყურადღება არც მიუქცევიათ. იყო ინფორმაცია ინტერნეტში, მაგრამ კლასიკური მედიის თვალსაზრისით დიდად არ გაუშუქებიათ.
გასული წლის აქციების შესახებ კი ორი თვის განმავლობაში განუწყვეტლივ საუბრობდნენ, საპარლამენტო არჩევნებიდან, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე. მე კი მგონია, რომ ეს მაჩვენებელია იმ კლებადი ტემპერატურის და ზეწოლის, რომელიც დასავლეთიდან საქართველოსკენ არის მიმართული, რომ ასე თუ ისე მიხვდნენ დასავლეთში, რომ მომავალში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში მიიღებენ“, – აღნიშნა პრაუდმა.