მეცნიერების აზრით, გასულ კვირას აღმოჩენილი კოვიდის ახალი შტამი, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კოვიდ-19

“დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კოვიდის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კოვიდ-19”,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ცნობით, ორშაბათს იგეგმება მეცნიერებით დაკომპლექტებული ჯგუფის შეკრება, რომლებიც, დიდი ალბათობით, რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემენ.

„მეცნიერების აზრით, გასულ კვირას აღმოჩენილი კოვიდის ახალი შტამი, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კოვიდ-19. ორშაბათს იგეგმება მეცნიერებით დაკომპლექტებული ჯგუფის შეკრება, რომლებიც, დიდი ალბათობით, გასცემენ რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციას – ქვეყნის მაღალი სიფრთხილის ზონაში გადაყვანის შესახებ (წინა კვირას ლონდონი გადავიდა მაღალი სიფრთხილის ზონაში). ბრიტანეთში კოვიდ ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია. 17 დეკემბერს დაფიქსირდა 35 383, ხოლო 18 დეკემბერს 28 507 ახალი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება გასული კვირისას. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 20 დეკემბრიდან, ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი გასართობი იხურება; პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ; აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამ დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ “მხარდამჭერი წრის” წევრების მონახულება. გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის მიზეზით ნიდერლანდები დიდი ბრიტანეთიდან სამგზავრო ფრენებს აჩერებს. როგორც ნიდერლანდების მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ფრენები პირველ იანვრამდე შეჩერდება. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოვლენების განვითარებას აკვირდებიან და არ გამორიცხავენ ზომების ამოქმედებას დიდი ბრიტანეთიდან სხვა ტიპის ტრანსპორტით მგზავრების მიღებასთან დაკავშირებითაც“, – წერს უცხოური მედია.

უცხოური მედია, კორონავირუსი,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები