ნიუ იორკში მამაკაცმა ეკლესიასთან ცეცხლი გახსნა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ნიუ იორკში ეკლესიასთან მამაკაცმა საშობაო გამოსვლის შემდეგ ცეცხლი გახსნა.

Daily News-ის ინფორმაციით, საშობაო გამოსვლა ტაძრის კიბეებზე მიმდინარეობდა, რომელიც კორონავირუსის გამოა დახურული.

ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის მისამართით, სულ მცირე, 15-ჯერ გაისროლეს, ბოროტმოქმედი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც ქალაქის პოლიციის უფროსმა, დერმოტ შიმ განაცხადა, თავდამსხმელს ჩანთაში ბენზინის ქილა და ბიბლია ჰქონდა. ასევე, მისი ინფორმაციით, ადგილზე ამოღებულია ორი პისტოლეტი.

მსროლელის მოტივი, ჯერჯერობთ, უცნობია, თუმცა, პოლიციაში აცხადებენ, რომ მისი ვინაობა დადგენილია და მას “მდიდარი” კრიმინალური წარსული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები