ბრიტანეთის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კოვიდინფიცირებული პაციენტების მოსავლელად საჭირო მედდების საკმარისი რაოდენობა არ არის

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კოვიდინფიცირებული პაციენტების მოსავლელად საჭირო მედდების საკმარისი რაოდენობა არ არის.

აღსანიშნავია, რომ მედდების რაოდენობა ქვეყანაში არასაკმარისი იყო კოვიდის გამოჩენამდეც, თუმცა, მათი რაოდენობა პანდემიის დაწყებისას კიდევ უფრო შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მთავრობის წევრებს შორის აზრი ორადაა გაყოფილი იმის შესახებ, უნდა გადავიდეს თუ არა ბრიტანეთი ე.წ. ძალიან მაღალი სიფრთხილის ზონაში (მესამე ზონა), ეს იმ პირობებში, როდესაც 4-კვირიანი ლოქდაუნის შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობა შეზღუდვების შემსუბუქებას 16 დეკემბრიდან ელოდება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეპიდემიის მაღალი გავრცელების გამო, ლონდონი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში ძალიან მაღალი სიფრთხილის ზონაში უნდა გადასულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები