აშშ-ში მასაჩუსეტსის შტატში, სასამართლომ შტატის გუბერნატორს მისცა უფლებამოსილება, პანდემიის საპასუხოდ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა

უცხოური მედია წერს, რომ მასაჩუსეტსის შტატში, სასამართლომ შტატის გუბერნატორს მისცა უფლებამოსილება, პანდემიის საპასუხოდ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა.

სასამართლომ უარყო გარკვეული ჯგუფების მოსაზრებები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ გუბერნატორისთვის ამ უფლების მინიჭების საკითხს და კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე დაობდნენ. პასუხად მოსამართლემ განაცხადა, რომ კანონი უფლებას აძლევს გუბერნატორს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფის დროს, მათ შორის, კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები