მარინა კალიურანდი: ემოციების ადგილი არ არის, პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, დაიკავონ ადგილები და დაიწყონ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა

“ჩვენ უნდა ვენდოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოში არჩევნების დროს, ვგულისხმობ ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და სხვებს”, – ამის შესახებ ევროკავშირის ესტონელმა დეპუტატმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

„მე განვაცხადე, რომ საქართველოში იყო კონკურენტუნარიანი და სამართლიანი, დაცული იყო ზოგადი თავისუფლებები. დიახ, იყო გარკვეული ხარვეზები და ამასთან დაკავშირებით გულწრფელები უნდა ვიყოთ.
დღეს ემოციების ადგილი არ არის, არჩევნები ჩატარდა, ქართველმა ხალხმა სათქმელი თქვა და ორივე მხრიდან, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, დაიკავონ ადგილები და დაიწყონ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა, რადგან სქართველოში ეს ერთადერთი გზაა გაგრძელდეს სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ პარლამენტის მუშაობას ოპოზიციის დიდი ნაწილი შეუერთდება. მსურს მივმართო ჩემს კოლეგებს საქართველოში: ძვირფასო კოლეგებო, გთხოვთ, დააყენეთ საქართველოს ინტერესები თქვენს პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა”, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები