გიორგი გახარია: ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს
“ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს დღესასწაული არის სინათლის სიბნელეზე, სამართლიანობის უსამართლობაზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო, რომელსაც, ტრადიციულად, ჩვენს ებრაელ ძმებთან ერთად, ოდითგანვე აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყანაშიც.
ახლა პანდემიის გამო ყველას რთული დღეები გვიდგას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ საერთო გამოწვევაზეც აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთმანეთის თანადგომით.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ხანუქას ზეიმობს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.