დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი უზენაეს სასამართლოსთან აქციას მართავს

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი აქციას – „კლანი უნდა წავიდეს“ მართავს.

აქციის მონაწილეების თქმით, კლანის არსებობის გამო, არჩეული მოსამართლეები დამოუკიდებლები არ იქნებიან, მართლმსაჯულება კი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის თქმით, ქვეყანაში კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს.

“კლანი უნდა წავიდეს, კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს და ამ ქვეყანაში სამართლიანობამ უნდა იზეიმოს”, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცედურა დღეიდან იწყება. გასაუბრების პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩატარდება, სადაც,  ჯამურად, 50 კანდიდატს გაესაუბრებიან. დღეისთვის კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრებას მხოლოდ 2 კანდიდატთან  – ივერი აბაშიძესა და გოჩა აბუსერიძესთან გაივლის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები