კორონავირუსს ,,გორმედის” ექიმი, გივი პარასკევაშვილი ემსხვერპლა
,,გორმედის” ექიმი, გივი პარასკევაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო ქსელის ,,ფეისბუქგვერდზე” ვრცელდება.
,,გივი პარასკევაშვილი ,,გორმედის” გუნდის საპატიო წევრი იყო, მან ძალიან ბევრი შრომა და ენერგია ჩადო ქართული მედიცინის განვითარებაში, მისი პროფესინალიზმითა და მზრუნველობით ყველა მისი პაციენტი გაკვირვებული რჩებოდა.
უაღრესად წარმატებული ექიმი და მედიცინის დოქტორი, ბატონი გივი პარასკევაშვილი ახალ კორონავირუსთან ბრძოლას შეეწირა, ,,გორმედმა” და ასევე ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ ნამდვილი პროფესიონალი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი დაკარგა. “გორმედის” გუნდის უკლებლივ ყველა წევრი იზიარებს მწუხარებას და თანადგომასა უცხადებს ბატონი გივის ოჯახის წევრებს”, – ნათქვამია ,,გორმედის” ინფორმაციაში.