ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარი ლოკალიზებულია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, ხანძარი დაახლოებით რამდენიმე ჰა ფართობზე იყო გავრცელებული.

ადგილზე მობილიზებული იყო 9 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი როგორც სამეგრელოს რეგიონიდან, ასევე – იმერეთიდან. პრევენციისთვის, ქრობის სამუშაოში, ასევე, ჩართული იყო რკინიგზის სატვირთო მატარებელი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ხანძარი დაუდევრობის შედეგად გაჩნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები