გიგი უგულავა: ეს რაღაც ცალკარას თამაში ბატონ არჩილსა და კობახიძეს ძალიან მოსწონთ – ოპოზიცია მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის მოლოდინშია
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
ამ ფორმატში, ეს მათი მე-4 შეხვედრა იქნება. ოპოზიციის მოთხოვნები უცლელია – რიგგარეშე ან ახალი არჩევნები, ხოლო მმართველი გუნდისთვის ეს ყოვლადმიუღებელია.
„გამოდის მმართველი გუნდი და თავის წითელ ხაზებზე ლაპარაკობს. მემგონი, ეს რაღაც ცალკარას თამაში ბატონ არჩილსა და კობახიძეს ძალიან მოსწონთ და არ მგონია, სწორი იყოს. პოლიტიკური ბოიკოტი შედგება და თუ ვინმე შეძვრება იმ პარლამენტში, ეს მისი პოლიტიკური რისკია იმიტომ, რომ პარლამენტში კი არა, შეძვრება პირდაპირ ვოლსკის კაბინეტში”, – განაცხადა გიგი უგულავამ.