ივანე მაჭავარიანი: შემოსავლების სამსახურში 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული და კომპენსაციების გაცემა მალევე დაიწყება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ამ მომენტისთვის შემოსავლების სამსახურში 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული და კომპენსაციების გაცემა მალევე დაიწყება. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, განაცხადების მიღების პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, თუმცა, შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას. მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის გამართული და იქ არის კითხვა-პასუხის ნაწილიც, ამომწურავ პასუხს მიიღებენ ყველა შეკითხვაზე. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად დროულად და ოპერატიულად მოახდინონ ინფორმაციის მოწოდება შემოსავლების სამსახურისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები