ნიუ იორკიდან მოსკოვის მიმართულებით ავიარეისი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის გამო ვერ შესრულდა

ნიუ იორკში, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში “აეროფლოტის” მგზავრები მოსკოვის მიმართულებით გაფრენას უკვე რამდენიმე საათია, ელოდებიან. მათ აეროპორტის დატოვების უფლებაც არ აქვთ.

აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ ქალაქის სატრანსპორტო პოლიციამ მანამდე მიიღო შეტყობინება, რომ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ნიუ იორკში მოსკოვიდან ჩაფრინდა და უკან უნდა დაბრუნებულიყო – დანაღმულია.

შეტყობინების მიღების შესახებ მგზავრების თვითმფრინავში აშვება რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა, თვითმფრინავის შემოწმების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ინფორმაცია არ დადასტურდა.

როგორც ​„აეროფლოტში“ განაცხადეს, რეისი 3,5 საათზე მეტი ხნით გადაიდო.

რეისი ჯერ შესრულებული არ არის, მგზავრები გამოფრენას ისევ ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები