ბოლო 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში  კოვიდ ინფიცირებულთა ანტირეკორდი დაფიქსირდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია სამსახურიდან  7000 თანამშრომელს ათავისუფლებს

24 საათის განმავლობაში, აშშ-ში  კოვიდ ინფიცირებულთა ანტირეკორდი დაფიქსირდა; ამერიკის სასწრაფო დახმარებების ასოციაციის ინფორმაციით 911 სერვისი უახლოვდება კრიტიკულ წერტილს; Southwest Airlines – ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია, სამსახურიდან  7000 თანამშრომელს ათავისუფლებს, ასევე, ათი ათასობით თანამშრომელი გაანთავისუფლეს კომპანიებმა American და United, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში  კოვიდ ინფიცირებულთა ანტირეკორდი დაფიქსირდა და გამოვლინდა 213 000 შემთხვევა.

“ამერიკის სასწრაფო დახმარებების ასოციაციამ  (AAA) გამოაქვეყნა წერილი. მათი განცხადებით, 911 სერვისი უახლოვდება კრიტიკულ წერტილს და სულ უფრო რთული ხდება კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მოთავსება საავადმყოფოებში. მათივე განცხადებით, თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები სასწრაფო დახმარების განსატვირთად, რთული იქნება პანდემიის ე.წ. მესამე ტალღის გამკლავება. ასევე, ამერიკის სასწრაფო დახმარებების ასოციაციის წერილში საუბარია კერძო/საჯარო სასწარფო დახმარებებისთვის დამატებითი ფულადი დახმარების აუცილებლობაზე ყველა, ორმოცდაათივე შტატში.

24 საათის განმავლობაში, აშშ-ში  კოვიდ ინფიცირებულთა ანტირეკორდი დაფიქსირდა, გამოვლინდა 213 000 შემთხვევა და გარდაიცვალა 2 500 ინფიცირებული.მოსალოდნელია, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.  ჩატარდა კვლევა აშშ-ში. შტატების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ მათ ექნებათ კოვიდ ტესტების დეფიციტი. ასევე, გამოკითხულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემა იქმნება მედ პერსონალისთვის სპეციალური ეკიპირების მიმართულებით, ხოლო ¾ მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის დაწყებისას პრობლემური იქნება”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები