გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში, ბოლო 6 თვის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა ფასები სურსათზე, განსაკუთრებით მოიმატა სიღარიბის დონემ

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში, ბოლო 6 თვის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა ფასები სურსათზე; გაეროს განცხადებით, 2021 წლისთვის პანდემიის ფონზე განსაკუთრებით გაიზრდება სიღარიბის დონე,.- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ.

“გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, მსოფლიოში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, რეკორდულად გაიზარდა ფასები სურსათზე და დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ. გაიზარდა ზეთის, შაქრის, ხორცისა და ბურღულეულის ფასები.

გაეროს განცხადებით, 2021 წლისთვის პანდემიის ფონზე განსაკუთრებით გაიზრდება სიღარიბის დონე და მსოფლიო მოსახლეობის ყოველ 33-ე ადამიანს დასჭირდება დახმარება საკვების, წყლისა და სანიტარული ნივთებით მომარაგების მიმართულებით”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები