ამერიკის კონგრესმა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოახდინა

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, პირველად ამერიკის ისტორიაში, მარიხუანის, ფედერალურ დონეზე, დეკრიმინალიზაციის თაობაზე გამართა მემორანდუმი და შესაბამისი კანონპროექტიც მიიღო. აღნიშნულის შესხებ ტელეარხი  Fox News იუწყება.

კონგრესმენების  მიერ დადასტურებულ დოკუმენტს სენატმა უნდა უყაროს კენჭი. მაგრამ, ვინაიდან სენატორთა უმრავლესობა – რესპუბლიკელია, კანონპროექტის დამტკიცების ალბათობა დაბალია.

იმ შემთხვევაში, თუკი სენატი მაინც დაუჭერს მხარს დეკრიმინალიზაციას, კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა, რის შემდეგაც შტატები იძულებულები იქნებიან შეცვალონ საკუთარი კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით სახელმწიფოს დონეზე აშშ-ის კანონი კრძალავს მარიხუანის შენახვასა და მოხმარებას, რომელიც ასევე მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას. ამავდროულად, რიგ შტატებში მარიხუანის რეკრეაციული მიზნებით მოხმარება ნებადართულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები