კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკა უარესდება; 3 დეკემბერს, იტალიაში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, კორონავირუსით 993 ინფიცირებული გარდაიცვალა; საბერძნეთის მთავრობამ, ქვეყანაში 7 ნოემბრიდან მოქმედი „ლოქდაუნი“ გაახანგრძლივა

3 დეკემბერს, იტალიაში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, კორონავირუსით 993 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამასთან, ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 23 255 ფაქტი შეადგინა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას ასევე აღნიშნულია, რომ საბერძნეთის მთავრობამ, ქვეყანაში 7 ნოემბრიდან მოქმედი „ლოქდაუნი“ 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

„3 დეკემბერს, უნგრეთში კორონავირუსით 182 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისათვის პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების დღიური ანტირეკორდი განახლდა და 28 145 შემთხვევა შეადგინა. პანდემიის დაწყებიდან, რუსეთში, დღიური ინფიცირების მაჩვენებელმა 28 000-ს პირველად გადააჭარბა. ამასთან, ამავე პერიოდში, ქვეყანაში გარდაცვალების 554 ახალი ფაქტი დაფიქსირდა.
3 დეკემბერს, უკრაინაში, COVID-19-ით დღიური ინფიცირების 14 496 და გარდაცვალების 243 შემთხვევა დაფიქსირდა.
3 დეკემბერს, ირანში კორონავირუსით ინფიცირების ჯამურმა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. დღიურმა ინფიცირების მაჩვენებელმა კი 13 922 ფაქტი შეადგინა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები