რამდენი აზერბაიჯანელი სამხედრო შეეწირა ყარაბაღის კონფლიქტს – ქვეყნის თავდაცვის უწყება ინფორმაციას აქვეყნებს
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 27 სექტემბერს დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას 2 783 აზერბაიჯანელი სამხედრო შეეწირა.
შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციითვე, 103 სამხედროს იდენტიფიცირების სამუშაო გრძელდება.
ასევე, 100-ზე მეტი პირი დაკარგულად ითვლება.
გარდა ამისა, ამჟამად 1 245 ჯარისკაცი სამხედრო ჰოსპიტლებში მკურნალობას აგრძელებს.