აზერბაიჯანში 10 დეკემბერს სამხედრო აღლუმი ჩატარდება – ღონისძიებას ერდოღანი დაესწრება
აზერბაიჯანში 10 დეკემბერს, მთიან ყარაბაღში გამარჯვების ნიშნად, სამხედრო აღლუმი ჩატარდება.
ღონისძიებას თურქეთის პრეზიდენტი – რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრება, რომელიც აზერბაიჯანში 9-10 დეკემბერს ჩავა.
ინფორმაციას ერდოღანის პრესსამსახური ავრცელებს.
ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ახალი განკარგულება გასცა, რომლის მიხედვით გამარჯვების დღე 10 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს აღინიშნება.
როგორც ალიევის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამის მიზეზი გახდა ის, რომ 10 ნოემბერს თურქეთში მუსტაფა ქემალ ათათურქის დღეს აღნიშნავენ, გადაწყდა, რომ იგივე მოხდება აზერბაიჯანშიც.
2 დეკემბერს ალიევის მიერ გაცემული განკარგულების თანახმად, ყოველ წელს ქვეყანაში 27 სექტემბერს ყარაბაღში დაღუპულ სამხედროებს მიაგებენ პატივს, ხოლო 10 ნოემბერს, როდესაც სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი – დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.