გერმანიაში ნაწილობრივი შეზღუდვები 10 იანვრამდე გაგრძელდა

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები  გერმანიაში 10 იანვრამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გამოაცხადა.
შეზღუდვები, რომლებიც გერმანიაში რესტორნების, სასტუმროების, კულტურული და გასართობი ობიექტების დახურვას გულისხმობს, დასაწყისში 20 დეკემბრამდე გამოცხადდა, თუმცა, მერკელი თავიდანვე აღნიშნავდა, რომ შეზღუდვები, სავარაუდოდ, იანვრამდეც შენარჩუნდებოდა.
შეზღუდვების 10 იანვრამდე გაგრძელება 2 დეკემბერს, კანცლერსა და გერმანიის ფედერალური მიწების 16 სახელმწიფო ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომელიც ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
კანცლერმა ასევე დასძინა, რომ ყოველივე ამის მიზანი შვიდი დღის მონაკვეთში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების ახალი მაჩვენებელი გამოკვეთაა, რომლიც მიხედვითაც შვიდი დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 170 ადამიანი დაინფიცირდა. მერკელის განცხადებით, გახანგრძლივებული შეზღუდვების შედეგად აღნიშნული ნიშნული 50-ს უნდა ჩამოსცდეს.

ამგვარად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში ჯამურად 17 123 ლეტალური შედეგი გამოიწვია ვირუსულმა ინფექციამ. ეს მაჩვენებელი 1400-ით ჩამორჩება წინა კვირისას, როდესაც 18 633 ადამიანი შეიწირა ახალმა კორონავირუსმა 25 ნოემბერს.

გერმანიაში შეზღუდვები 2 ნოემბრიდან მოქმედებს. დახურულია რესტორნები, კაფე-ბარები, სასტუმროები, კულტურული და გასართობი ობიექტები.
სკოლები და მაღაზიები ფუნქციონირებენ, თუმცა, წესების მკაცრი დაცვით. უფრო მეტ ადგილას არის სავალდებულო პირბადის ტარება. კონტაქტის დამყარებისთვის წესები შერბილდება სადღესასწაულო პერიოდში, რათა მოსახლეობამ მოკრძალებულად მაინც აღნიშნოს შობა-ახალი წელი.

4 იანვარს შედგება შეხვედრა, სადაც სიტუაცია გაანალიზდება და გერმანიაში გადასადგმელი სამომავლო ნაბიჯები გადაწყდება, – განაცხადა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები