“უკრაინას საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-სთან მეტი სწავლების გამართვა სურს” – საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, კიევი საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-სთან ერთობლივი სწავლებების გაზრდას გეგმავს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“ცხადია, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გაიზრდება ნატო-ს ყოფნა. შეხვედრაზე ასევე ვთქვი, რომ უკრაინას ალიანსთან მეტი ურთიერთქმედება სურს და საკუთარ ტერიტორიაზე მეტი სწავლების გამართვა”, – დაწერა კულებამ ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ, რომელშიც საქართველო და უკრაინაც იყო მიწვეული, ალიანსის წევრი ქვეყნების შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

ასევე, კულებას თქმით, უკრაინა კვლავ ადასტურებს მზაობას, გახდეს ნატო-ს წევრი.

უკრაინის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ასევე დაწერა, რომ მიესალმება ნატო-ს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოსთან.

„გახარებული ვარ, რომ დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად. ფოკუსირებული დისკუსია იყო შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე. მივესალმები ნატო-ს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოსთან“, – წერს კულება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები