ანგელა მერკელი კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებას 2021 წლის იანვრის დასაწყისამდე არ განიხილავს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებას 2021 წლის იანვრის დასაწყისამდე არ განიხილავს.

დაკეტილი იქნება ბარები, რესტორნები, სპორტული დარბაზები. დროებითი შემსუბუქება იგეგმება შობის დღეებში. ასევე, მოწოდებაა, რომ განიხილონ შესაძლებლობა 23 დეკემბერიდან 1-ელ იანვრამდე პერიოდის უქმეებად გამოცხადების, რათა კვლავ გააქტიურდეს სლოგანი „ვრჩებით სახლში“.

გარდა ამისა, გერმანია, იტალია და საფრანგეთი მომხრეა, რომ, კოვიდ პანდემიის სიტუაციის გათვალისწინებით, არ გახსნან ზამთრის კურორტები. 24 ნოემბერს ანგელა მერკელი შეუერთდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და იტალიის პრემიერის, ჯუზეპე კონტეს განცხადებებს და აღნიშნა, რომ ზამთრის კურორტები უნდა იყოს დაკეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები