Covid-19 – მსოფლიოში სიტუაცია უარესდება – იტალიაში ღამის საათებში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი, დიდი ალბათობით, საახალწლო პერიოდშიც ძალაში დარჩება

ავსტრიის მთავრობა საშობაო უქმეების პერიოდში სათხილამურო კურორტების არგახსნის შესაძლებლობას განიხილავს, როგორც ამას გერმანია, საფრანგეთი და იტალია გეგმავს. ავსტრიაში მიიჩნევენ, რომ კურორტების არგახსნით ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელის ზრდის შეკავება მოხერხდება.

კანცლერი მერკელი არ განიხილავს კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებას 2021 წლის იანვრის დასაწყისამდე. დაკეტილი იქნება ბარები/რესტორნები, სპორტული დარბაზები (დროებითი შემსუბუქება იგეგმება შობის დღეებში). ასევე, დამქირავებლებს მოუწოდებს, რომ განიხილონ შესაძლებლობა 23 დეკემბერიდან 1-ელ იანვრამდე პერიოდის უქმეებად გამოცხადების, რათა კვლავ გააქტიურდეს სლოგანი – „ვრჩებით სახლში”.

1 -ელი დეკემბრიდან გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში ქვეყნის მასშტაბით არსებული შეზღუდვები, რეგიონულ დონეზე კიდევ უფრო გამკაცრდა. მოსახლეობას სახლიდან გამოსვლა მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლება. გამკაცრებული ზომები მ/წ 20 დეკემბრამდე იქნება ძალაში;

იტალიაში ღამის საათებში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი, დიდი ალბათობით, საახალწლო პერიოდშიც ძალაში დარჩება. იტალიის პოლიციამ, დარღვევებისთვის 67 კორონავირუსზე ტესტირების ცენტრი დააჯარიმა. 300 კერძო ლაბორატორიის შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში, პოლიციამ კლინიკებს 145 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმების 60% ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული უსაფრთხოების ზომების უგულვებელყოფას ეხებოდა, 15% – ტესტირების ჩატარების ნებართვის არქონას, ხოლო 14% – ტესტირების დადებითი პასუხის შეუტყობინებლობას და დაგვიანებას უკავშირდებოდა.

ლონდონში პოლიციამ დააკავა 150 პირი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ლოქდაუნისა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებში . ახალი რეგულაციების თანახმად, რისკის მაღალ ზონებში, ბიზნეს საქმიანობა, მოგზაურობა და სოციალიზაცია აიკრძალება.

ნიდერლანდების სამეფოში ქვეყნის მასშტაბით პირბადის ტარების რეგულაციის დარღვევისთვის, მოქალაქეებს 95 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ. პირბადის ტარება სავალდებულო გახდა 13 წელზე უფროსი პირებისთვის. მთავრობის რეგულაციების მიხედვით, შარფით ან მსგავსი აქსესუარებით სახის დაფარვა, პირბადის ტარებად არ ჩაითვლება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში, COVID-19-ით დღიური ინფიცირების 12 498 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 221 პირი. შედეგად, კორონავირუსის გავრცელების დინამიკის მხრივ, უკრაინამ ევროპაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

თურქეთში კვლავ განახლდა კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ანტირეკორდები – 31 219 ინფიცირებისა და 188 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები