ბრიტანეთში გაკეთებული განცხადების შემდეგ, პუტინმა რუსეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ვიცეპრემიერს, ტატიანა გოლიკოვას დაავალა, რომ მომდევნო კვირიდან დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია.
“ვიცი, რომ უკვე წარმოებული 2 მილიონ დოზაზე მეტი, ან იქნება წარმოებული უახლოეს დღეებში. რაც გვაძლევს შესაძლებლობას დავიწყოთ მასობრივი თუ არა, მასშტაბური ვაქცინა დავიწყოთ და, როგორც ადრე ითქვა, პირველ ყოვლისა, რისკ ჯგუფის მოსახლეობის – ექიმებისა და მასწავლებლების”, – დააზუსტა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის მრეწველობა მასშტაბური ვაქცინაციისთვის მზად არის.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ბრიტანეთში Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენების ნებართვა იქნა გაცემული და მომდევნო კვირიდან ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყება.
ამრიგად, ბრიტანეთი ითვლება პირველი ქვეყანა, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.