დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა მომავალი კვირიდან გასცა

დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა მომავალი კვირიდან გასცა, ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის სამეფომ აღნიშნულ ვაქცინებს „მწვანე შუქი“ აუნთო.

„დღეს მთავრობამ მიიღო მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) რეკომენდაცია Pfizer/BioNTech– ის Covid- 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დამტკიცების შესახებ”, – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები