“გრაპარაკი”: ფაშინიანს იმპიჩმენტის ეშინია, ამიტომ, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობას არ აუქმებს
“ნიკოლ ფაშინიანის მიმართ უნდობლობა ყველგანაა, მის გუნდშიც კი, ამიტომ, ის სამხედრო მდგომარეობის გაუქმებას ერიდება, რის შემდეგ მისთვის უნდობლობის გამოცხადება იქნება შესაძლებელი”, – წერს სომხური გაზეთი “გრაპარაკი”.
ასევე, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ფაშინიანი საკუთარი გუნდის ლოიალურობაში რომ იყოს დარწმუნებული, ის სამხედრო მდგომარეობას გააუქმებდა, მაგრამ მიიჩნევს, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა შესაძლოა, ის გააოცონ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით.
“გვითხრეს, რომ ეტაპობრივად ყველა შეზღუდვა, რომელიც სამხედრო მდგომარეობის გამო მოქმედებს, მოიხსნება. საპროტესტო აქციებზე შეზღუდვა უკვე აღარ მოქმედებს, შემდეგი ნაბიჯი იქნება ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობის აღდგენა. მაგრამ სამხედრო მდგომარეობა სამხედრო მიზნით შენარჩუნდება, თუმცა, ნამდვილი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ პრემიერმინისტრისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების არიდებაა”, – წერს “გრაპარაკი”.