გერმანიაში ავტომობილი ხალხში შევარდა

გერმანიის ქალაქ ტრირში ავტომობილი ხალხში შევარდა.

პოლიცია უამრავ დაშავებულზე საუბრობს, ზუსტი რიცხვი არ სახელდება. ასევე, მოუწოდებენ მოქალაქეებს, შემთხვევის ადგილს მოერიდონ.

ამასთან, ადგილობრივი მედია ერთ დაღუპულზე წერს, თუმცა, ინფორმაცია ჯერ ოფიციალურ სტრუქტურებს არ დაუდასტურებიათ.

მანქანის მძღოლი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები