აშშ-ში კორონავირუსის 157 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 157 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 13,5 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსს კიდევ 1 172 ადამიანი შეეწირა, ჯამურად, 268 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევაა.

​შეერთებულ შტატებში ვირუსის დამარცხება სულ 5 მილიონზე მეტმა პირმა შეძლო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “კოვიდ19” პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამ დროიდან მსოფლიოში ვირუსით 63 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 1,4 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები