რუსეთში სერიული მკვლელი დააკავეს, რომელსაც 26 ქალი ჰყავს მოკლული

თათრეთში 26 ხანდაზმული ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც ამჟამად აღიარებით ჩვენებას იძლევა. სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილია ყაზანში მცხოვრები, 38 წლის რადიკ ტაგიროვი.

ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.

აღინიშნება, რომ დანაშაული 2011-2012 წლებში ცენტრალური რუსეთის, ურალის რაიონებში მოხდა.

კრიმინალისტებმა დეენემის ათობით ნიმუში აიღეს და დაადგინეს, რომ დანაშაული ერთი პირის მიერ არის ჩადენილი.

“ამაზე მიუთითებს გენოტიპი, ასევე, თავდამსხმელის ფეხსაცმლის ნაკვალევი და მისი ქმედების სტერეოტიპული ხასიათი”, – თქვა პეტრენკომ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, დაკავებული მანიაკი პენსიონერ ქალებს კომუნალური ან სოციალური სამსახურის თანამშრომლად აცნობდა თავს, მათ სახლში აკითხავდა, ქალების მოკვლის შემდეგ კი ის მათ ფულად დანაზოგს იპარავდა და იმალებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები