ილჰამ ალიევი საფრანგეთის მთავრობას სთავაზობს, ქალაქი მარსელი სომხებს გადასცეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის ე.წ.დამოუკიდებლობა აღიაროს.

როგორც ალიევმა ხალხისადმი მიმართვაში თქვა, “ჩვენგან ათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე ქვეყნებში დღეს კანონები მიიღება, პარლამენტები ყარაბაღის საკითხს განიხილავენ. რა კავშირი აქვს საფრანგეთის პარლამენტს ჩვენს საკითხთან?”.

“რამდენი წელია რაც საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა? რამე მაინც გააკეთა? საკითხის გადასაჭრელად რამე ნაბიჯები გადადგა? და ახლა, მას შემდეგ, რაც საკითხი გადაწყვეტილია, ხედავთ, რაც ხდება? საფრანგეთის სენატი ამტკიცებს რეზოლუციას, რომ მთიანი ყარაბაღი იყოს აღიარებული. თუ ასე მოგწონთ, ომის დროსაც ვამბობდი, რომ მიეცით მათ მარსელი, შეცვალეთ მისი სახელწოდება, შექმენით მათთვის იქ მეორე სახელმწიფო. არავის შეუძლია, ჩვენს საქმეში ჩაერიოს. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ტერმინი – “მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი” წარსულს ჩაბარდა. არ გირჩევთ, მომავალშიც გამოიყენოთ ეს ტერმინი. მხოლოდ ისტორიაზე საუბრისას, ბუნებრივია, შეიძლება ამ ტერმინის გამოყენება”, – თქვა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები