ბრიტანეთში, “ლოქდაუნის” გამოცხადების შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა
ბრიტანეთში, ერთთვიანი საერთო კარანტინის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა.
შესაბამისი კვლევის შედეგი დღეს გახდა ცნობილი, რომელშიც 100 ათასზე მეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა, – წერს Reuters-ო.
ბრიტანეთში მეორე კარანტინი 5 ნოემბერს დაწესდა, ქვეყანა შეზღუდვების წერტილოვან რეჟიმს 2 დეკემბრიდან დაუბრუნდება.
აღინიშნება, ამ პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა, კერძოდ, 12-24 ნოემბრის პერიოდში 10 ათასს სულ მოსახლეზე მხოლოდ 96 დაინიფიცირების ფაქტი გამოვლინდა, მაშინ როდესაც 16 ოქტომბრის – 2 ნოემბრის მონაკვეთში ეს რიცხვი 130-ს შეადგენდა.
“ლოქდაუნთან” დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი თავისივე პარტიის წვერებმა გააკრიტიკეს.