თურქეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე უარესი პროგნოზი დასტურდება

“თურქეთში კოვიდ19-ის ყოველდღიური სტატისტიკის მეთოდი შეიცვალა, რამაც მედიკოსებისა და ოპოზიციის ეჭვები გაამართლა და ქვეყანამ ვირუსის გავრცელების ზრდის პანიკურ ნიშნულს მიაღწია, რაც, თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას იწვევს”, – წერს ადგილობრივი გამოცემა Ahval-ი.

წყაროს ინფორმაციით, თურქეთის მთავრობამ განაახლა კორონავირუსული სტატისტიკის საზოგადოებისთვის მიწოდება, რაც არა მხოლოდ სიმპტომების მქონე, არამედ უსიმპტომო პაციენტების აღრიცხვას გულისხმობს.

Ahval-ის ინფორმაციით, აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, თურქეთი ევროპაში ვირუსისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნიდან ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად იქცა.

თუმცა, აღნიშნული ქვეყნის სამედიცინო ასოციაციისთვის სიურპრიზი არ აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ მთავრობა რეალურ ციფრებს მალავს, ასევე ხაზს უსვამდა მათი გასაჯაროების აუცილებლობას.

​თურქეთში სტატისტიკური სურათი 25 ნოემბერს შეიცვალა, როდესაც დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 7 400-დან, უეცრად ოთხჯერ გაიზარდა, და 28 300 შეადგინა.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში ვირუსს 185 პაციენტი ემსხვერპლა რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი გახდა.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 607 628 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 13 558 პირი ემსხვერპლა, 400 242 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები