არგენტინის პროკურატურამ მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა

არგენტინის პროკურატურამ დიეგო მარადონას პირად ექიმს, 39 წლის ლეოპოლდო ლუკეს ლეგენდარული ფეხბურთელის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ექიმს  არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არგაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს.

ცნობისთვის, გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები