საბერძნეთში ერთთვიანი მკაცრი, საყოველთაო კარანტინი მოქმედებს – პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 300 ევრომდე გაიზარდა

საბერძნეთში ერთ თვიანი მკაცრი, საყოველთაო კარანტინი მოქმედებს. 13 ნოემბრიდან ძალაშია კომენდანტის საათი, 21:00-05:00 პერიოდში. დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა საკვების მაღაზიებისა და აფთიაქებისა. დაიხურა ბაგა-ბაღები და დაწყებითი სკოლები.

7 ნოემბრიდან პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 150 ევროდან 300 ევრომდე გაიზარდა. კომპანიებმა მხოლოდ აუცილებელი პერსონალი უნდა დატოვონ ოფისებში სამუშაოდ. მოქალაქეებს სახლიდან გასვლისთვის, წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე, სატელეფონო შეტყობინების სახით ნებართვის მიღება უწევთ, – წერს ადგილობრივი მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები