ირანში “ირანული ბომბის მამა” მოხსენ ფახრიზადე მოკლეს

თეირანთან ახლოს 27 ნოემბერს გვიან ღამით ირანელი ფიზიკოსი მოხსენ ფახრიზადე მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო მინისტრმა ჯავად ზარიფმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“დღე ტერორისტებმა ცნობილი ირანელი მეცნიერი მოკლეს. ამას ისრაელის კვალი ეტყობა და ბოროტმოქმედის სასოწარკვეთილებაც იგრძნობა”,- წერს ზარიფი.

მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა შეწყვიტონ “ორმაგი სტანდარტები და აღკვეთონ ეს სახელმწიფოებრივი ტერორის აქტი”.

ფახრიზადე 1958 წელს დაიბადა, ის ირანული ბირთვული იარაღის პროგრამის შემმუშავებელია და ასევე ფიზიკას ასწავლიდან იმამ ხუსეინის უნივერსიტეტში თეირანში. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მონაცემებით, დაღუპული ირანის თავდაცვის სამინისტროს უფროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო.

როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს ფახრიზადეს “ირანული ბომბის მამას” უწოდებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები