The Wall Street Journal​: მსოფლიოში Pfizer-ის ​ვაქცინის გავრცელება უკვე დაიწყო

გამოცემა The Wall Street Journal-ის ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავიაკომპანია United Airlines-მა Pfizer -ის წარმოების კორონავირუსის ვაქცინის მიწოდება დაიწყო აშშ-ისა და ევროპის საწყობებში.

მათი ცნობით, ეს იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია, მას შემდეგ რაც პრეპარატი ნებართვას აიღებს მარეგულირებელი ორგანოებისგან. როგორც ცნობილია ამ დროისთვის ვაქცინა მიეწოდა მიჩიგანის შტატსა და ბელგია, მოგვიანებით დაგეგმილია მიწოდება შტატ ვისკონსინსა და გერმანიაში.

ვაქცინის გადასატანად ავიაკომპანია 6,8 ტონაა მშრალი ყინულის გადატანის ნებართვა მოითხოვა, რაც ხუთჯერ აღემატება კანონით დადგენილ ნორმას. გამოცემის ცნობით ეს აუცილებელია ბორტზე დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებისთვის, რათა ვაქცინის უსაფრთხო ტრანსპორტირება მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები