„კითხვებს გავალებენ, მთელი ღამე არ გეძინათ იმაზე ფიქრით, როდის მივმართავდი ცესკო-ს დაფინანსებაზე“ – ნათელაშვილი “პირველი არხის” ჟურნალისტს დაუპირისპირდა

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს მორიგი პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს “პირველი არხის” ჟურნალისტმა შალვა ნათელაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა და ჰკითხა, აპირებდა თუ არა „ლეიბორისტული პარტია“, მიემართა ცესკო-სთვის საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით მიუხედავად იმისა, რომ პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ნათელაშვილმა აღნიშნულ კითხვასთან დაკავშირებით პასუხის გაცემას თავი რამდენჯერმე აარიდა და ჟურნალისტს მიმართა, რომ იგი „ქართული ოცნებიდან“ დაწერილი კითხვებით მივიდა.
„არჩევნები გაყალბებულია თქვენი მოღვაწეობითაც, თქვენი გამოცხადებული რეიტინგებითაც. ქართული ოცნებიდან“ დაწერილი კთხვებით მოხვედი, იქედან გავალებენ, გიწერენ. კი, რა თქმა უნდა, მთელი ღამე არ გეძინათ იმაზე ფიქრით, როდის მივმართავდი ცესკო-ს დაფინანსების თაობაზე“, – მიმართა ნათელაშვილმა ჟურნალისტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები